LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით თბილისის ავტოსამრეცხაოს მფლობელი, რომელიც ექიმებსა და პოლიციელებს უფასოდ ემსახურება

252
valeri-telia-car-wash

სოციალურ ქსელში ვალერი თელია ავრცელებს თბილისის ერთ-ერთ კერძო სამრეცხაოში გადაღებულ ფოტოს, რომელზეც სამრეცხაოს მფლობელია გადაღებული. ის, როგორც პოსტის ავტორი წერს, ექიმებსა და პოლიციელებს უფასოდ ემსახურება:

“არ მიყვარს ვრცელი სტატუსების წერა, მაგრამ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ.
ახალგაზრდა ბიჭია, ოჯახთან ერთად თავისი სამრეცხაო აქვს. პოლიციელებს და ექიმებს ფულს არ ართმევს. მითხრა: თქვენ ახლა ხალხზე ზრუნავთ და ჩვენთვის მუშაობთ 24 საათი და როგორ გამოგართმევთ ფულსო? რეცხვის გარდა დეზინფექციაც გაუკეთა მანქანას… კაცური კაცი! ? ასეთი ადამიანებით გადავრჩებით ? ყველაფერი კარგად იქნება – ჩვენ დავამარცხებთ კორონას! #დარჩისახლში”.

როგორც კომენტარებიდან შევიტყვეთ, სამრეცხაო შეშელიძის ქუჩაზე მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g