LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ზამთრის სეზონის შესაფერისად გამოწყობილი დედოფალა თუშეთიდან

1140
81991764-2796019707131282-1101002574133198848-n

დაცული ტერიტორიების სააგენტო მოგზაურებს ამჯერად დედოფალას აცნობს, რომელიც თუშეთის ეროვნული პარკის ბინადარია.

„ზამთრის სეზონის შესაფერისად გამოწყობილი დედოფალა (სინდიოფალა) თუშეთის ეროვნული პარკიდან. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან ზღვის დონიდან 3500მ სიმაღლემდე. შეუძლიათ იცხოვრონ ბუჩქნარებში, ტყის მასივებსა და კლდოვან ადგილებში, ასევე ზოგჯერ შესაძლოა დასახლდნენ სოფლებსა და ქალაქის გარეუბნებშიც კი“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ცნობისთვის, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფაუნა 180-მდე სახეობითაა წარმოადგენილი. დაუზუსტებელი მონაცემებით თუშეთში გავრცელებულია: ძუძუმწოვრის 60, ფრინველის 120-მდე, რეპტილიერის 3, ამფიბიის 6 და თევზის ერთი სახეობა.

კავკასიონის ნაშალი ფერდობები და მიუვალი კლდეები აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის, არჩვისა და ნიამორის სამშობლოა. ჯიხვის მეზობელია კავკასიის ენდემი- კავკასიურ შურთხი, ხოლო დეკიანებსა და არყნარებში ცხოვრობს კავკასიური როჭო.

10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)

რამდენიმე ადგილი მაღალმთაში, რომლის ნახვასაც გირჩევთ

მსხვილი ჩლიქოსნებიდან თუშეთის ტყეებში შესაძლებელი შველის, იშვიათად კი -ირმის ნახვა. მეზობელი დაღესტნის ტერიტორიიდან თუშეთში რეგულარულად შემოდის გარეული ღორი. თუშეთი მდიდარია მტაცებლებით – მელასა და მგელს აქ ყველგან ვხვდებით. თითქმის მთლიან ტერიტორიაზე ბინადრობს: მურა დათვს, ფოცხვერი, კურდღელი, არჩვი, ჯიხვი.

თუშეთი ორნითოლოგიური თვალსაზრისითაც საკმაოდ მრავალფეროვანი მხარეა. აქ მრავალი სხვადასხვა ზომისა და განსხავებული ცხოვრების წესის მქონე ფრინველი ბინადრობს. თუშეთის მიუვალი კლდეები უზარმაზარი ფრინველების – ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების საბუდარია. ეროვნულ პარკში ასევე მრავლად არის წარმოდგენილი: ნაძვის ნისკარტმარწუხა, რამდენიმე სახეობის კოდალა, წითელთავა მთიული, მთის მწყერჩიტები და წითელფრთიანი კლდეცოცია, კაკბი, ბუემი, მთის კირკიტა, კაკაჩა და პლანეტის ყველაზე სწრაფი ფრთოსანი -შევარდენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g