LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიდაი: ლუგანსკში ოკუპანტებს კამაზის მანქანებით აჰყავთ გვამები, შემდეგ ყრიან – საავადმყოფოები სავსეა გვამებით

268
ლუგანსკი - ოკუპანტები

„ოკუპანტებს კამაზის მანქანებით აჰყავთ გვამები, შემდეგ ყრიან და ტოვებენ აღჭურვილობას“, – ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, სერგეი გაიდაი ლუგანსკის რეგიონში მტრის დანაკარგების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საავადმყოფოები სავსეა დაჭრილი ორკებით, მრავალი გვამებით. ასევე, 20 აპრილის ღამეს, ნაკლები მტრის თავდასხმა და დაბომბვა დაფიქსირდა ლუგანსკის რეგიონში.

ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე, კრემლმა „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. შს მინისტრი დააკავა

„გენერალ-მაიორი, კორნეტ იგორის დაკავებას ძალოვანი სტრუქტურების და „რესპუბლიკის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რომლებიც ამას კვაზი სახელმწიფოს ძალაუფლების ბლოკში ცვლილებების დასაწყისად აფასებენ.“

როგორც გაიდაიმ თქვა, ეს, ალბათ, იმით არის განპირობებული, რომ დამპყრობლებს პერსონალში დიდი ზარალი აწუხებთ.

ამასთან, ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე, კრემლმა „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან“ სამხედრო ლიდერების „წმენდა“ დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ოკუპირებული რეგიონიდან უკვე დაკავებულია „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-მაიორი, კორნეტ იგორი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g