LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაიდლაინითაც მოწოდებულია, რომ  გაზიანი სასმელები და განსაკუთრებით კოლა-კოლა ინიშნება ნაწლავური ინფექციების დროს“ – პედიატრი ბესო ზენაიშვილი

780
ბესო-ზენაიშვილი

მართალია თუ არა, რომ გაზიანის სასმელები ხელს უწყობს ნაწლავური ინფექციების დროს, ორგანიზმში გაუწყლოვნების პრევენციას. ამ კითხვას გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“, „ჯეო ჰოსპიტალსის” თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა და პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბესო ზენაიშვილმა უპასუხა.

„ეს ნამდვილად ასეა, ჩვენ, ექიმებიც ვთავაზობთ გაზიან სასმელებს, განსაკუთრებით, „კოკა-კოლას“. გაიდლაინითაც მოწოდებულია, რომ  გაზიანი სასმელები და განსაკუთრებით კოლა-კოლა ინიშნება ნაწლავური ინფექციების დროს, ოღონდ ზომიერად უნდა მოხდეს მათი მიღება.

აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს განსაკუთრებული დიეტა მოწოდებული არ არის, მთავარი და მნიშვნელოვანი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სითხის მიღებაა. ზომიერად შესაძლებელია „კოკა-კოლის“ მიღებაც და მარილიანი ჩხირებისაც, რადგან ეს სითხეს აკავებს. ძირითადი მაინც ელექტროლიტური ხსნარის მიღებაა“ – განაცხადა ბესო ზენაიშვილმა.

აუცლებელია თუ არა გადასხმა და ანალიზები ნაწლავური ინფექციების დროს – ბესო ზენაიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g