LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიგე, როგორ ისწავლო დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით – საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკია

432
~ai-ca8bc974-d631-4407-8b1e-82780b7645a1_

19 სექტემბერს, 19:00 საათზე, დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ მიიღო დიდ ბრიტანეთში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის სრული დაფინანსება. 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად გამარჯვებულ სტიპენდიატებს ავლენს და მათ დიდი  ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. 

ვებინარის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ლუკა ხუნდაძე და CHEVENING-ის პროგრამის კოორდინატორი ვიკა ზამთარაძე მონაწილეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს გაუზიარებენ. კერძოდ, ვებინარის მონაწილეები გაიგებენ: 

  • როგორ მოიპოვონ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში;
  • როგორ მიიღონ ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის შესახებ;
  • მოისმენენ რჩევებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.

CHEVENING-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 7 ოქტომბერს დასრულდება. 

აპლიკაციის შევსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g