LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაიღვიძე და იბრწყინე…“ – ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს

1368
ჯორჯინა უზკატეგუი

„გაიღვიძე და იბრწყინე“ – ამ აღწერით კადრს სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველ ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან განშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ჯორჯინა უზკატეგუი ავრცელებს.

ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა – „წყვილის ახლობელი წყარო“ მედიასთან საუბრობს

კადრი, რომელიც ჯორჯინამ ემოციურად დაასათაურა, შესანიშნავ, მყუდრო გარემოშია გადაღებული.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა, რაც ესპანური და ქართული მედიები, UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორებაზე საუბრობენ.  თავად წყვილს აღნიშნულ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, ეჭვი საზოგადოებაში იმ ფაქტმა გააჩინა, რომ ჯორჯინას და ილიას სოციალურ ქსელში გამოწერები გაუქმებული აქვთ და საერთო ფოტოები წაშლილია.

ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი დაშორდნენ? რას წერენ ესპანური ტაბლოიდები და რა ხდება ცნობილი წყვილის სოციალური ქსელიდან: თემასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ხავიერ ოიოსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს და ამბობს, რომ „წყვილის ახლობელმა წრემ დაადასტურა ეს ინფორმაცია“.

ფოტო: „არავის შეუძლია რომ შენი თავდაჯერებულობა წაგართვას“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი

ილია თოფურიას მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს და პოსტს გვიზიარებს.

ვიდეოში ოიოსმა განმარტა, რომ მისმა წყარომ უთხრა, „არ ვიცი დაგიდასტუროთ თუ არა, რომ ეს დაშორება საბოლოო იქნება, რადგან ბევრი რამ აქვთ საერთო და ყველაფრისთვის იბრძვიან“. ესპანური მედია წერს, რომ ურთიერთობა შესაძლოა ბოლომდე არ იყოს დასრულებული, თუმცა ამჟამად ემოციური დისტანციის რთულ პერიოდს გადიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g