მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარმა ახლახან იმიჯი მკვეთრად შეიცვალა. საზოგადოებას ის მუდმივად ქერა თმაში ახსოვდა, ახლა, როგორც თავად ამბობს, ბუნებრივი ფერი დაიბრუნა და ჩაცმულობის სტილიც შეიცვალა. ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ ბევრი ეკითხება, გაიკეთა თუ არა პლასტიკური ოპერაცია სახეზე.
ჯულიანა ბარ-გნარი:
„მე და ჩემმა სტილისტმა ძალიან ბევრი ვიცინეთ ამაზე, დაიწერა, რომ სახეზე პლასტიკური ოპერაციები გავიკეთე. ვკითხე, პლასტიკური ქირურგიც ხომ არ გახდი-მეთქი? ვფიქრობ, რომ თმის ამ ფერმა ნაკვთები სხვანაირად გამომიკვეთა და ამიტომ, ბევრს ეგონა, რომ პლასტიკური ჩარევები გავიკეთე. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე, მართლა, მხოლოდ თმის ფერი და სიგრძე შევიცვალე და ჯერ პლასტიკური ჩარევა არ დამჭირვებია. ეს ცვლილებებიც პანდემიამ შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. სხვა დროს ასეთი სარისკო ნაბიჯი საშიში იქნებოდა. პანდემია რომ არა, ასეთ რადიკალურ ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებდი…“
ფოტო: თიკო დარახველიძე