LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაირკვა: ჩვენ ბელარუსი შეგვხვდა

201

ერთა ლიგის D დივიზიონში ყველა ჯგუფის შეხვედრები დასრულდა. კოსოვოს ნაკრებმა აზერბაიჯანს 4:0 სძლია და ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქეც გაირკვა – „ჯვაროსნები“ მესამე ჯგუფის გამარჯვებულ ბელარუსს შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრებმა 16 ქულა დააგროვა, რაც D დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელია. ამით „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის ნახევარფინალის მასპინძლობა გაინაღდეს და D დივიზიონში საუკეთესო, მე-40 რეიტინგი მოიპოვეს.

ამავე რეიტინგის საფუძველზე დაწყვილდებიან „ერთა ლიგის“ ნახევარფინალისტები – მე-40 გუნდი 43-ეს უმასპინძლებს, ხოლო 41-ე ადგილზე მყოფი – 42-ე ადგილოსანს. ფინალური მატჩის მასპინძლის ვინაობა კი წილისყრით გადაწყდება.

საქართველო 16 ქულა აქვს, მაკედონიას – 15, ხოლო კოსოვომ ბელარუსის მსგავსად 14 დააგროვა. მაგრამ ბალკანელებმა ბურთების უკეთესი სხვაობით (15:2-ზე, ანუ პლუს 13) ბელარუსს (10:0-ზე ანუ პლუს 10) გაასწრეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.

ამგვარად, საქართველო ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს თბილისში უმასპინძლებს, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ექვსი მატჩი ისე ჩაატარა, რომ საკუთარ კარში ბურთი არ გაუშვია. D დივიზიონის მეორე ნახევარფინალური წყვილში მაკედონია კოსოვოს მიიღებს. ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები 2020 წლის გაზაფხულზე შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g