ფასიანი სანომრე ნიშანი, ე.წ License Plate შეიძლება ითქვას, რომ ფუფუნების საგანია, რომელიც რეალურად ფულიანის სტატუსის იქით არც არაფერს იძლევა. ბევრისთვის ინდივიდუალიზმის წარმოჩენის საშუალებაა, ზოგისთვის კი უბრალოდ… სასაცილოა ამაში ფულის გადახდა. ცხადია გააჩნია ნომერსაც. თუკი სახელის ინიციალების დატანება გსურს ნიშანზე, ალბათ ამაში დამატებითი თანხის გადახდა, არ მგონია დიდი სალაპარაკო თემა იყოს. აი სალაპარაკო თემაა, როდესაც იმდენად განსხვავებულია ნიშანი, რომ მისი თანხა კოლოსალურ რიცხვს აღწევს.
ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა დუბაიში.
საავტომობილო სანომრე ნიშანი დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საემიროები) აუქციონზე რეკორდულ 55 მილიონ დირჰამად (დაახლოებით 15 მილიონ დოლარად) გაიყიდა.
Emirates Auction-მა საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდა სანომრე ნიშანი იონდექსით P7. შემოსული თანხა მოხმარდება არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის, დუბაის მმართველის, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის ჰუმანიტარული ინიციატივის „1 მილიარდი ულუფა“ განხორციელებას, რომლის მიზანია გაჭირვებულების დახმარება. ორგანიზატორები აუქციონში გამარჯვებულის ვინაობას არ ასახელებენ.
სანომრე ნიშნების აუქციონზე გაყიდვა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იშვიათი არაა. წინა რეკორდი ერთ-ერთ ამ აუქციონზე 2008 წელს დაფიქსირდა.
ადგილობრივმა ბიზნესმენმა საიდ აბდელ ღაფარ ხურიმ აბუ დაბიში 52,2 მილიონი დირჰემი (დაახლოებით 14,2 მილიონი დოლარი მიმდინარე კურსით) გადაიხადა სანომრე ნიშნისთვის ნომრით 1.