LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიზრდება თუ არა მგზავრობის საფასური ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ?

22

ახალი ავტობუსების პროექტზე მუშაობის პარალელურად, ამ ეტაპზე, მგზავრობის საფასურის მომატების საკითხი არ განიხილება, მის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თბილისს ახალი, ევროპული ტიპის, თანამედოვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ავტობუსები 2016 წელს ეყოლება.

”პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. იმედია, ტენდერი იანვარში გამოცხადდება და მასში მონაწილობას მიიღებენ წამყვანი ბრენდები. გამარჯვებული კომპანია კი ახალი ავტობუსების შემოყვანაზე ფიქრს ეტაპობრივად დაიწყებს” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, მუნიციპალურ ავტოპარკში სულ 600 ავტობუსია, საიდანაც, პირველ ეტაპზე, 150 ერთეული განახლდება, ხოლო მეორე ეტაპზე, დარჩენილი ავტობუსების ჩანაცვლებაზე გამოცხადდება ტენდერი.

”საქართველოს მიმართ არის ინტერესი, რომ ავტობუსების წარმოება ადგილზე განხორციელდეს, ამიტომ მეორე ეტაპზე, უპირატესობა, შეიძლება, მიენიჭოს იმ კომპანიას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ასაწყობი ქარხნის აშენების პერსპექტივა ექნება. ეს არის ხედვა და იანვრის ბოლოს მერიას უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია ექნება” – განაცხადა ლექვინაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, იბიარდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მიხედვით, ძირითადი აქცენტი, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსებზეა გაკეთებული, რომელსაც ეკოლოგიური და ეკონომიური უპირატესობა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები