ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ხანგრძლივობა ისევ გაიზარდოს. საუბარია შეზღუდვაზე, რომელიც სებ-მა 2022 წლის ზაფხულში დააწესა და რომლის მიხედვითაც, სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობა ოთხიდან სამ წლამდე შემცირდა.
კობა გვენეტაძის თქმით, ერთწლიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკი არსებულ შედეგებს შეაჯამებს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას.
ფასების კლების ტენდენცია, რომელიც არსებობს, გაგრძელდება - კობა გვენეტაძე
"დაახლოებით თებერვლიდან უნდა დავინახოთ ინფლაციის კიდევ უფრო მეტად შემცირება და წლის მესამე კვარტალში სამიზნესთან უფრო ახლოს ყოფნა სხვა თანაბარ პირობებში".
„როდესაც ამოიწურება ის პერიოდი, რომლითაც ჩვენ მივიღეთ, უკვე ეროვნული ბანკი განიხილავს ამას და მიიღებს გადაწყვეტილებას – შენარჩუნდება ეს რეჟიმი თუ გაგრძელდება. იცით, რომ ერთი წლით იყო შემცირებული. როდესაც გავა ეს პერიოდი, მოხდება ანალიზი და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 2022 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდა და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, შესაბამისად 2023 წლის 15 აგვისტომდე დარჩება ძალაში.