იაპონელებმა შექმნეს გაჯეტი, რომლის საშუალებითაც მუსიკის გემოს გაგებაა შესაძლებელი. კომპანია Nomura-მ შექმნა ინოვაციური პროგრამა, რომელიც მუსიკის ბგერებს აანალიზებს და შემდეგ კონკრეტული მელოდიის მიხედვით უნიკალურ კოქტეილს ქმნის.
გამოგონება მუსიკას 5 კატეგორიად – მოწყენილ, მხიარულ, სენტიმენტალურ, მღელვარე და რომანტიულ თემატიკებად ყოფს და თითოეულ მათგანს შესაბამის გემოს უსაბამებს – მჟავეს, მწარეს, ტკბილს, მარილიანს და ა.შ. ამის შემდეგ აპარატი ამზადებს სასმელს, რომელიც მუსიკის ატმოსფეროსა და ხასიათს იდეალურად ემთხვევა. შედეგად კი კოქტეილის მირთმევასთან ერთად საყვარელი ჰანგების მოსმენა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება.