LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახანგრძლივებული და სპაზმური ხველა – ეკა უბერის რეკომენდაციები

6215

გადაცემის ლაივი LIVE

რა უნდა ვიცოდეთ შემაწუხებელი და გახანგრძლივებული ხველის შესახებ, რა ტიპის ხველაა ყველაზე გავრცელებული და რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები. როგორ მოვიქცეთ ღამით სპაზმური ხველის დროს, რას გულისხმობს ტერმინი „ალერგიული ხველა“, რა დროს ხდება ხველა საგანგაშო სიმპტომი და რა შედეგს გვაძლევს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა.

ეკა, პირველი კითხვა ეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას და მის მოქმედებას. რა ვქნათ, როდესაც აცრის მიუხედავად, ბავშვი მაინც ხშირად ავადობს და აქვე, თუ წამყვანი სიმპტომი ხველაა, მშობლებს აინტერესებთ, უშველის კი მას აცრა?

ძალიან აქტუალური კითხვაა, რადგან ხველა მთელს მსფოლიოში პედიატრთან მომართვიანობის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. მშობელი შესაძლოა, ვირუსული რესპირატორული ინფექციის სხვა გამოვლინებებმა, მათ შორის მაღალმა ტემპერატურამ ისე არ შეაშინოს, როგორც სპაზმურმა, შემაწუხებელმა ხველამ. ნებისმიერ ასაკში ხველა აქტუალური სიმპტომია, თუმცა, ხველა სასუნთქი სისტემის დაცვითი რეაქციაა, რაც ფილტვებიდან ზედმეტი ლორწოსა და ნახველის მოცილებას გულისხმობს. ხველა ესაა სიმპტომი, რომელიც ხშირად თან ახლავს რესპირატორული სისტემის ვირუსულ დაავადებებს. გრიპი და სხვა რესპირატორული ინფექციები 6 წლამდე ასაკში ხშირი ავადობის მიზეზი ხდება. უნდა ითქვას, რომ ხშირი ავადობა ძალიან პირობითი ცნებაა, რადგან წლის მანძილზე 4-6 ჯერ ავადობა რესპირატორული ინფექციებით, ეს ჩვეულებრივ ნორმად არის მიჩნეული. ეს ის სიხშირეა, რომელიც ორგანიზმის იმუნიტეტის გამომუშავებას უწყობს ხელს, აქვე შესაძლოა, ეს სიხშირე 8-10 მდეც გაიზარდოს. თითოეული ეს ავადობა საშუალოდ 1 კვირიდან 10-დღის ინტერვალში გრძელდება, ძალიან ხშირად მშობელი ამბობს, რომ ბავშვი სულ ავადაა. რეალურად კი ეს გახლავთ ყოველ ჯერზე ახალი ინფექციების ცირკულაცია. თუ ბავშვი არის ბაღში მოსიარულე, ხშირად ხვდება საზოგადოებრივი თავშეყრის აგილებში, ან სახლში მიცრე წლოვანი და-ძმები ჰყავს, რომლებიც შესაძლოა, იყოს ინფექციის წყარო, ასეთ დროს ავადობის სიხშირე წელიწადში 8-10 მდე იზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია რეკომენდაციები გრიპის სეზონურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გამოყიფილია რისკის ჯგუფის ადამიანები, 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, ორსულები, სტუდენტები და ადამიანები, რომლებსაც სიმჭიდროვეში უწევთ ცხოვრება ან მუშაობა. კვლევებით დადგინდა, რომ გრიპის სეზონური ვაქცინაცია, 60%–ით ამცირებს ავადობის სიხშირეს. იქიდან გამომდინარე, რომ ინფლუენსა ანუ გრიპის ვირუსი საკმაოდ საშიში ვირუსია და ხშირად ახასიათებს გართულება, რა თქმა უნდა ვიზიარებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ვურჩევ მშობლებს, ბავშვები აცრან გრიპის სეზონური ვაქცინით. მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრ ქვეყანაში, ინგლისში, ამერიკაში, გრიპის სეზონური ვაქცინა გეგმიური ვაქცინაციის კალენდრში შედის და არავაქცინირებულ ბავშვებს ბაღებში არ იღებენ.

რა არის გახანგრძლივებული ხველის მიზეზი და რატომ არ ემორჩილება ხშირად ხველა მედიკამენტს?

ხველის ერთ-ერთი მიზეზირ არის რესპირატორული ვირუსული ინფეციები, მაგრამ არა ერთადერთი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს უნივერსალური წამალი, რომელიც ყველა ტიპის ხველას უშველის. ჩვენ ვმკურნალობთ არა ხველას, არამედ მის გამომწვევ მიზეზებს. თუ ვსაუბრობთ გახანგრძლივებულ ხველაზე, ეს ის ხველაა, რომელიც სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება, აქ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები და არა მარტივი ვირუსული ინფექციები, რომელიც 10-15 დღეში კუპირდება და ხშირ შემთხვევაში თვითგანკურნებადია.

რა დროს ხდება ხველა რთულად სამართავი და რა შემთხვევაშია აუცილებელი მკურნალობის პროცესში ჰორმონალური პრეპარატების ჩარვა?

თუ ხველის მიზეზი დადგინდა, მისი მართვა რთული აღარაა. თუ ბავშვი ხშირად ავადობს, თუ ორგანიზმს ახალ-ახალი ვირუსები უტევენ და ისევ სახეზეა ხველით მიმდინარე პროცესი, შესაძლოა, მშობელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ბავშვი სულ ახველებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას ჰორმონალურ პრეპარატებთან დაკაშირებით, არსებობს ხველა, მაგალითად ლარინგოტრაქეიტი, რომელიც კრუპის სახელწოდებით არის ცნობილი, მას მხოლოდ ჰორმონალური პრეპარატები ხსნის. არსებობს კრუპის გრადაცია, ესაა მსუბუქი, საშუალო და მძიმე. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო კრუპის ნიშნები. ეს გახლავთ ხმაურიანი სუნთქვა, მყეფარე ხასიათის ხველა და ხმის ტემბრის შეცვლა. თავის მხრივ ეს გახლავთ ვირუსლი ინფექცია, რომელსაც უხშირესად პარაგრიპის ვირუსი იწვევს. თუ მშობელი მომზადებულია სათანადოდ და იცის, როგორ მართოს კრუპის ნიშნები, ის ადვილად ემორჩილება მკურნალობას და ადრეულ ეტაპებზე ადვილად კუპირდება.

 

ხშირად ასეთი ხველა იწყება არა ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების ფონზე, არამედ მოულოდნელად, ღამით. შესაძლოა თუ არა ცრუ კრუპის გამომწვევი მიზეზი გახდეს არა ვირუსი, არამედ სხვა გამაღიზიანებელი ფაქტორები?

ვირუსული ეტიოლოგიის კრუპი სწორედ ღამის სათებში იწყება. დღის განმვალობაში რესპირატორული გამოვლინება მინიმალურია. ლარინგიტრაქეიტი ღამით, განსაკუთრებით 12 საათის მერე იწყება ხოლმე. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს მიდრეკილება აქვს ხველისკენ, არა. კრუპი ასაკთან ერთად ჩაივლის და ექვსი წლის მერე ის იშვიათად გვხვდება. ლიტერატურაში აღწერილია კრუპის შემთხვევები მოგვიანებით, გარდატეხის ასაკშიც, მაგრამ მას იშვიათი ხასიათი აქვს. ანუ თუ 6 წლის მერე კრუპი აღარ აღინიშნება, ითვლება, რომ მას აქვს ვირუსული ეტიოლოგია. არსებობს აგრეთვე სპაზმური კრუპი, რომელიც შესაძლოა, მრავლობითმა ალერგენებმა გამოიწვისო.

არის კიდევ ერთი მომენტი, ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს ბავშვის ჩათბუნება და მაღალი ტემპერატურა ოთახში. ესეც ზრდის ხველის განვითარების რისკს. არადა ხშირად ჰაერის დატენიანებაც საკმარისია, რომ ხველის სიხშირე შემცირდეს.

ძალიან ხშირად მშობლები ხველის სამკურნალოდ იყენებენ ფაგებს, ასევე ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაციას და საწუწნ აბებს. ბევრი ამბობს, რომ ეს ხველას ამსუბუქებს. მართლა მუშაობს მკურნალობის ეს სქემა?

ეს ფაქტორები ნაწილობრივ შველის. მაგალითად ფიზიოლოგიური ხნარით ინჰალაციაზე მინდა შევჩერდე. როდესაც ხველა გრიპის ან სხვადასხვა რესპირატორული ვირუსით არის განპირობებული და მას ძლიერი ინტოქსიკაცია არ ახლავს, ხველა არის თვითლიკვიდირებადი, თვითგანკურნებადი სიმტპომი. თუმცა, ხველის ინტენსივობის შემცირებას ხელს უწყობს ტენიანი ჰაერი, ოთახის დაბალი ტემპერატურა. ხშირად მშობელი აღნიშნავს, რომ როგორც კი ძლიერი ხველისას ბავშვი გარეთ გაუყვანია, ხველა მოიხსნა. ანუ ტენიანმა ჰაერმა მოულბო ზედა სასუნთქი გზები და შეამცირა ხველის ინტენსივობა. იგივე ეფექტი აქვს ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალციას. რაც შეეხება ფაგებს, მათ უპირატესად ანტიბაქტერიული მოქმედება აქვთ და ვირუსულ ნფექციებთან ბრძლოაში დიდი ეფექტით არ გამოირჩევიან. საწუწნი აბების მიცემა კი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება და ამის მთელი რიგი მიზეზები არსებობს. ხშირია, როდესაც მშობლები ბებიების მეთოდს მიმართავენ, იგივე თხის ქონი, კომბოსტოს საფენები და სხვა ხალხური მეთოდები, რასაც ცალსახად არ მივესალმები.

 

არის რაიმე კონკრეტული შემთხევები, როდესაც იგივე თხის ქონი და კომბოსტოს საფენები უებარია?

არავითარ შეთხვევში. ფიზიოლოგირი ხსნარიც კი არ შეიძლება იყოს უებარი, ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას აქვს თავისი ჩვენება. ხშირად მეკითხებიან, რომ აი ხველა აქვს ბავშვს და მეტი არაფერი, რა მივცე? სამწუხაროდ, ხველის უნივერსალური წამალი არ არსებობს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიზეზი უნდა დადგინდეს.

რას გულისმობს ტერმინი ალერგიული ხველა და რამდენ ხანს შეიძლება ის გაგრძელდეს?

განვმეორდები და ვიტყივი, ის რომ ბავშვები სკოლამდელ ასაკში ხშირად ავადობენ რესპირაციული ინფექციებით, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ადრეული ასაკის ბავშვების იმუნურის სისტემა ლაბილურია, ჩამოუყალიბებელია და ამას სასუნთქი სისტემის განვითარების თავისებურებები უწყობს ხელს. თუ ხველა სამ კვირაზე მეტხანს გრძელდებაა, ნიშნავს, რომ ეს გახანგრძლივებული ხველაა. მისი ერთ-ერი მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული ხველა. სამი ტიპის ალერგიულ ხველას განიხილავენ: ვირუსინდუცირებული, ალერგენინდუცირებული და ფიზიკური დატვირთვით განპირობებული. ადრეულ ასაკში უხშირესია ვირუსინდუცირებული ალერგიულია ხველა, რომელიც ასაკი მატებასთან და ვირუსებით ავადობის შეცმირებასთან ერთად ქრება.

და ბოლოს, ყველას გვახსოვს თქვენი პოსტი სოციალურ ქსელში, სადაც წითელას გავრცელების საგანგაშო სტატისტიკაზე წერდით…

ვაქცინაციამ მთელ რიგ შემთხვევებში გადაარჩინა მსოფლიო. ვაქცინაციის დამსახურებით ძალიან ბევრმა დაავადებამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. დღეს ჩვენთან კლინიკაში სტუმრად იყო პროფესორი ისრაელიდან და მან აღნიშნა, რომ ისრაელში ვაქცინაციის მოცვადობა არის 90-95 %. ეს ნიშნავს, რომ წითელას და სხვა დაავადებების შეხვედრის და გავრცელების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. მაშინ როდესაც საქართველო მე-2 და მე-3 ადგილებს ინაწილებს წითელას გავრცელების მხრივ, ეს კატასტროფაა. წითელა არის ძალიან მაღალი კონტაგიოზურობის ვირუსი, რაც ნიშნავს, რომ დაინფიცირებული ადამიანი ყველა მის გარშემო მყოფს აინფიცირებს, თუ ისინი ვაქცინირებულები ან წითელა გადატანილებია არ არიან. ყველა ბავშვი უნდა აიცრას იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომლებსაც არ უტარდებათ ვაქცინაცია სამედიცინო ჩვენების გამო .წითელას ვაქცინაციის მიმართ ფობია დაკავშირებულია ინგლისელ ექიმთა ჯგუფთან, რომლებმაც საოცრად დიდი აფიორა ჩაატარეს, დიდ ფინანსურ მოგებას ითვალისწინებდა. საბოლოო ჯამში მათ დაკარგეს სამედიცინო ლიცენზია და მათ წინააღმდედ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ჩემს მაგალითს გეტყვით, როგოც კი ჩემი შვილი 1 წლის გახდა, მეორე დღესვე ავცერი წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g