LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია ამბობს, რომ გავრილოვს საქართველოში არ შემოუშვებს

226
gaxariagavrilovi23

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თუ სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოსვლას გადაწყვეტს, მას არ შემოუშვებენ.

აღნიშნული განცხადება მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე გააკეთა. თავდაპირველად მინისტრს აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურდა.

„არ შემოვუშვებთ, არ შემოვუშვებთ“, – განაცხადა გახარიამ.

„ჩვენ მივიღეთ კანონი „მომლოცველობის შესახებ“ და ვისურვებდი მოვსინჯო ეს საქართველოში, ვიმოგზაურო წმინდა ადგილებში“, – ამის შესახებ სერგეი გავრილოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ ამჯერად საქართველოში ჩასვლას პირადი მიზნებით გეგმავს. 

ვისურვებდი ვიმოგზაურო საქართველოს წმინდა ადგილებში - გავრილოვი

"მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ იმიტომ, რომ ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა, სხვა ჩვენ არ გვაქვს".

“მე ძალიან მინდა, მე მაქვს პირადი გეგმები. ჩვენ ვგეგმავდით შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად ჩასვლას და პილიგრიმობას, როდესაც სიცხეები გადაივლის. მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ იმიტომ, რომ ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა, სხვა ჩვენ არ გვაქვს,“– ამბობს გავრილოვი.

კომუნისტური პარტიის დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ ის მზად არის “თუნდაც ხვალვე“ ჩამოვიდეს თბილისში. 

მისივე თქმით, თბილისში ჩამოსვლაზე მან რუსეთის პატრიარქ კირილისგან კურთხევა მიიღო. 

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

შეტაკებები პოლიციასა და ხალხს შორის დილამდე გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს გასულ კვირას სტუმრობდა. ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას თავმჯდომარეობდა, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიხნა. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იყო მოთავსებული, რასაც ქართული საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები