LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“

196
გიორგი გახარია

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ამის შესახებ ის „ფეისბუქზე“ წერს.

გახარია მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ახლა მხარდაჭერა უპირველესად უკანონო პატიმრებს სჭირდებათ.

„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ.

დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა“,- წერს გახარია.

ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ 

გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g