LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია ნარკოტიკებზე თმის ნიმუშის კვლევის პასუხს აქვეყნებს

104
1

ავსტრიის (ვენის) ლაბორატორიის “FTC-Forensisch-Toxikologisches Labor” დასკვნით, გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა. – ინფორმაციას ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ვენის ლაბორატორიაში ჩატარდა გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, მათ შორის:

  • • ტეტრაჰიდროკანაბინოლი – (მათ შორის ე.წ. მარიხუანა)
    • კოკაინი
    • ამფეტამინი
    • მეტამფეტამინი
    • MDEA
    • MDMA
    • მეფედრონი
    • ოპიოიდის ჯგუფები: ოპიატები და ჰეროინი
    • კოდეინი
    • მორფინი
    • ბუფრენორფინი
    • დიჰიდროკოდეინი
    • ფენტანილი
    • მეთადონი
    • ტრამადოლი
    • ბენზოდიაზეპინები

დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ზემოხსენებული ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა.

პრესსამსახურის ცნობით, კვლევის შედეგები 2021 წლის 28 სექტემბერს გაიცა.

კვლევის შედეგების ამსახველი ფოტები ვრცელდება თავად გიორგი გახარიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეც.

“ესეც თმის ნიმუშის კვლევის პასუხი!

ავსტრიის ლაბორატორიის „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ დასკვნით, თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა.” – წერია პოსტში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g