„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ჯემალ ანანიძემ, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრადაა არჩეული და ასევე, პარტიის საპარლამენტო სიაშია, ბათუმის საკრებულოს მანდატის შეჩერების თაობაზე მიმართა.
ცნობისთვის, გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში ფრაქცია შექმნეს. ფრაქცია 10 დეპუტატის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ფრაქციის წევრებს შორის არ არის ჯემალ ანანიძე, რომლის მანდატიც პარლამენტმა გახარიას პარტიის სხვა ადგილმონაცვლე წევრებთან ერთად ცნო.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის
შეგახსენებთ იმასაც, რომ გახარიას პარტიას პარლამენტში 12 მანდატი აქვს, თუმცა ერთ-ერთმა დეპუტატმა, რუსუდან თევზაძემ მანდატის გამოყენებაზე უარი თქვა და პარტია დატოვა. „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიიდან რომელი წევრი შეცვლის პარლამენტში რუსუდან თევზაძეს, ჯერჯერობით უცნობია.
პარტიის ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, ვინაიდან საარჩევნო სიის ზოგიერთი წევრი პარტიაში აღარ ირიცხება.
⭕ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „გახარია საქართველოსთვის“ წევრები დღეს გამართულ…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
