საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” დატოვებს შემდეგ, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდში გადასულ დეპუტატებს, სავარაუდოდ საპარლამენტო პოსტების დატოვება მოუწევთ. ექვსიდან სამ კანონმდებელს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავათ.
რეგლამენტის მიხედვით, ამის შესახებ განცხადებით პირველ ეტაპზე მათ ბიუროს უნდა მიმართონ. საკითხის განხილვის შემდეგ კი ისინი როგორც პარტიის წევრობიდან, ასევე, დაკავებული საპარლამენტო თანამდებობიდან ავტომატურად თავისუფლდებიან.
ხოჯევანიშვილმა, ბუჩუკურმა, მოწერელიამ, ლილუაშვილმა, კერესელიძემ და დაუშვილმა “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთეს და პარალამენტის დარბაზში ოპოზიიისთვის განკუთვნილ ადგილას გადასხდნენ.
გახარიას გუნდს ახალი ფრაქციის შესაქმნელად ერთი დეპუტატი აკლდება