LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემის კომპლექსი არ ჰქონდა, მას საამნისტიო არაფერი სჭირს: ანა ბუჩუკური

104
ანა ბუჩუკური

“გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს. ამნისტიის მომზადების მიზეზი იყო შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ნიშნავს, რომ მხარეები რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ.” – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ანა ბუჩუკურმა ამნისტიის კანონპროექტზე საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, დღეს წარმოდგენილია ამნისტიასთან დაკავშირებული ორი სხვადასხვა პროექტი. მათ კი ორივე მხარეს კონსენსუსი შესთავაზეს, რათა შარლ მიშელის დოკუმენტი კეთილსინდისიერად შესრულებულად ჩაითვალოს:

“სამწუხაროდ, დღეს წარმოდგენილია ორი სხვადასხვა პროექტი. ორივე მხარეს კონსენსუსი შევთავაზეთ, რათა შარლ მიშელის დოკუმენტი კეთილსინდისიერად შესრულებულად ჩაითვალოს, უმრავლესობამ გაიზიაროს ოპოზიციის პოზიცია და არ გაავრცელოს ამნისტია სახელმწიფო თანამდებობის პირებზე, ანუ, იმ პირებზე, რომელთაც ეს თანამდებობა ეკავათ 19-20 ივნისს. ამის სანაცვლოდ ოპოზიციამ დათმოს და ამნისტია გავრცელდეს ყველა პოლიციელზე, ყოველგვარი მოთხოვნის და წინაპირობების გარეშე. ეს იქნება გზა, რომ მოხდეს შეთანხმება და რეალურად შესრულდეს შარლ მიშელის დოკუმენტი. სხვა შემთხვევაში, ვერავინ დაიბრალებს, რომ ეს შეთანხმება კეთილსინდისიერად შეასრულა.” – თქვა მან.

ბუჩუკურის თქმით, გიორგი გახარიამ კითხვებს პასუხები არაერთხელ გასცა და  მას კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემის კომპლექსი არ ჰქონდა და იმისათვის, რომ  ყოველგვარი სპეკულაცია გამოირიცხოს, აღნიშნული ინიციატივა დააყენეს:

“უმრავლესობის გაღიზიანება მესმის, რითაც ბოლო პერიოდში გამოირჩევა უმრავლესობა გახარიას მიმართ. მათ სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი. გასაგებია, რომ ნერვიულობენ, მაგრამ სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. გიორგი გახარიამ არაერთხელ გასცა კითხვებს პასუხები, ის ყველა კითხვას, რაც შეიძლება იყოს, უპასუხებს. კარგად გახსოვთ, რომ მას კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემის კომპლექსი არ ჰქონდა. იმისათვის, რომ ყოველგვარი სპეკულაცია გამოირიცხოს, ეს ინიციატივა დავაყენეთ. ნახეთ, რომ ჩემმა ინიციატივამ უმრავლესობაში კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ მათ სიმშვიდისკენ მოვუწოდებ.” – თქვა ბუჩუკურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები