LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახარიას მისვლა შეცდომა იყო“ – გიორგი ვაშაძე

205
2025-04-14_22-40-50_081053

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მისვლა შეცდომა იყო.

„მადლობა, რომ მობრძანდით, როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი“ – თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა

მისივე თქმით, ეს მთელი სცენარი არის რუსული საინფორმაციო ომის სცენარი.

„ჩემი აზრით, იყო შეცდომა გახარია რომ მივიდა, არასწორი იყო თავისთვისაც. შეცდომა დაუშვა და საერთო პროცესისთვისაც შეცდომა დაუშვა. წულუკიანი და აქეთ მხარეს იმდენად მტყუანები არიან, რომ თავის ველზეც მუდმივად ფეთქდებიან.

დღეს უფრო რაღაც გადალაპარაკებები იყო, რომელიც დიდად არ მომისმენია. არ მიყურებია, რატომ უნდა მეყურებინა. თუ არალეგიტიმურია, თუ ვამბობთ, რომ არ მივდივართ, რატომ უნდა ვუყურო. უნდა გავთიშოთ. ეს მთელი სცენარი არის რუსული საინფორმაციო ომის სცენარი, რომ შოუ ჰქონდეთ და სანახაობა ჰქონდეთ“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

გახარია: „როგორც „ნაცები“ იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ თქვენ – ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული“

„ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები…“ – წულუკიანი გახარიას

გიორგი გახარია 20 ივნისზე: „ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ  უნდა გამოკითხოს ივანიშვილი“

წულუკიანი გახარიას: „ვახტანგ გომელაურისგან და სუსისგან არცერთი რჩევა არ აგიღიათ, თორემ ის კაცი ნამდვილად გეტყოდათ, რომ სპეცრაზმელის ხალხის პირისპირ დაყენება არ შეიძლება“

magti 5g