LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახარიაზე თავდასხმა ივანიშვილის შურისძიებაა“ – ნათია მეზვრიშვილი

119
2025-01-16_01-10-07_741642

გახარიაზე თავდასხმა ივანიშვილის შურისძიებაა, – აღნიშნულის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ყოფილ პრემიერზე ანგარიშსწორებით ივანიშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა.

„ზვიადის მიმართაც გამოვხატავ სოლიდარობას. გიორგი გახარია მხნედ არის და “ოცნებას” რისი ოცნებაც აქვს, ეს ოცნებები ვერ აუხდება. საზოგადოებას რისი ოცნებაც აქვს, აუცილებლად აუხდება, რადგან ამ ხელისუფლებას ერთად დავასრულებთ და ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ამაში ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია გახარიას.

ამით იყო ეს ყველაფერი განპირობებული. ეს არ იყო არაფრების თავში მოხარშული ჯგუფური თავდასხმა. ეს იყო ივანიშვილის მიზანმიმართული ქმედება. ის დაიმუქრა ჯერ კიდევ ახალ წლამდე პროპაგანდისტული მედიის ეთერში. ეს არის ივანიშვილის შურისძიება. ეს არის საბედისწერო შეცდომა.

ის ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და არა ამ პირობებში, რადგან არ გვჯერა, რომ მურუსიძის სასამართლო რამეს გაარკვევს”, – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო „შერატონში” მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g