მომავალმა ვეტერინარებმა, რომლებიც ახალი ზელანდიის უნივერსიტეტში სწავლობენ, სტუდენტური ტრადიცია გააგრძელეს და საქველმოქმედო კალენდრისთვის გაიხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას საიტი Stuff ავრცელებს.
წარსულში ახალზელანდიელი სტუდენტები ამ კალენდარს ყოველწლიურად უშვებდნენ, თუმცა 2020 წლისთვის ტრადიცია შეწყდა. ამჯერად კი გადაღებებში მონაწილეობა 50-მა მოხალისემ მიიღო, რომელთა შორისაც ორივე სქესის სტუდენტები იყვნენ.
ფოტოებში მათ სრულად გაიხადეს და ძროხებთან, ტრაქტორებთან და სოფლის მეურნეობის სხვა ტექნიკასთან იპოზიორეს.
კალენდრის ღირებულება მხოლოდ 5 დოლარი იქნება და ორგანიზატორთა თქმით, შემოსული თანხა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.