LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახსოვდეს როგორი იყავი“ – როგორ იქცა უწყინარი „ინსტაგრამ“-პოსტი აგრესიულ შემოტევად

487
87460068-10156959893345770-6811566446372454400-o

ბელა ჰადიდი ხშირად ანებივრებს „ინსტაგრამ“-გამომწერებს გულახდილი ფოტოებით. ის ხან პოდიუმის ფოტოსესიებს გვიზიარებს, ხანაც „სელფებს“.

იდეალური გარეგნობის მქონე მოდელმა მორიგი უწყინარი ფოტოები გაავრცელა და ვერც კი წარმოედგინა, თუ ნეგატიურ გამოხმაურებას დაიმსახურებდა. ფოტოებში ბელა ჯინსის ტოპსა და მინი ქვედაბოლოში პოზირებს.

ერთ-ერთმა გამომწერმა კომენტარებში ბელას ფოტო განათავსა, სადაც ის პლასტიკურ ოპერაციამდეა ასახული.  კომენტარების კასკადიც სწორედ აღნიშნულმა ფოტომ გამოიწვია.

„გახსოვდეს როგორი იყავი“, ,,პლასტიკურ ოპერაციას საოცრებები შეუძლია“, „დავიღალეთ ამდენი ფარსით“ – წერენ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მოდელის  გარეგნობა სრულყოფილად აღიარეს, ბელას სახის ნაკვთები სრულყოფილთან ყველაზე ახლოსაა.

ბელა ჰადიდის გარეგნობა სრულყოფილად აღიარეს, ნახეთ როგორ გამოიყურებოდა მოდელი ქირურგიულ ჩარევამდე (ფოტო)

რეიტინგში სხვა ვარსკვლავებთან ერთად ბიონსე (92,44%), მსახიობი ემბერ ჰერდი (91,85%), მომღერალი და მსახიობი არიანა გრანდე - (91,81%) და  ტეილორ სვიფტი (91,64%) მოხვდნენ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები