LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გახსოვთ, როგორ მოვატანინეთ ფული ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძეს, გზების უფროსს იუზას, ისე მოვატანინებთ ივანიშვილს” – სააკაშვილი [ვიდეო]

92ef7c8b9069f9c8b0896015a300fc09_XL

“ივანიშვილი ხომ გპირდებათ, რომ მილიარდნახევარ ლარს მოვიტანო, თქვენ ხომ იცით, რომ გატყუებთ. მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს. ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ”- ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ ინიციატივას ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.

“მე გაძლევთ გარანტიას, რომ ის მოგიტანთ მილიარდნახევარს წლის ბოლომდე, ოღონდ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში. ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ. ნამდვილად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გია ვაშაძის გამარჯვების პირობებში, რომ ეს ფული შეიტყაპუნოს. ეს არის ის ფული, რომელიც მან მოგპარათ.როგორც კი გია ვაშაძე მოიგებს, მე გაძლევთ გარანტიას, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში ეს კაცი მოიტანს… მე არასდროს მომიტყუებიხართ, გახსოვთ, როგორ მოვატანინეთ ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძეს, გზების უფროსს იუზას.

გაძლევთ გარანტიას, როგორც კი მოვა გაერთიანებული ოპოზიცია და როგორც კი ვაშაძე გაიმარჯვებს არჩევნებში და როცა შეიქმნება, კოალიციური სახალხო მანდატით აღჭურვილი სახალხო მთავრობა, საქართველოში ყველა იპოთეკარს შეუმცირდება იპოთეკის პროცენტი მინიმუმ ორჯერ, გადაიხდიან ჩემი დროინდელი დოლარის კურსით, 1,65” – აცხადებს სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/352632705301353/?notif_id=1542642551293203&notif_t=live_video_explicit

შავ სიაში მყოფ 600 000 მოქალაქეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდება. მათ ვალდებულებას საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” გადაიხდის. განცხადება ამის შესახებ პრემიერმინისტრმა არჩევნების მეორე ტურამდე 9 დღით ადრე გააკეთა.

ამავე თემაზე ნახეთ სტატია – ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა და საფინანსო სისტემის ჩამოშლის საფრთხე – როგორ აფასებენ სესხების განულებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g