LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაკვირვებით ვუყურებთ შიდა დისკუსიებს „ომის პარტიებსა“ და „მეორე ფრონტზე“, გვიკვირს, ვინაიდან უკრაინას არ დაუწყია ომი: უკრაინის საელჩო

51
ანდრი კასიანოვი

უკრაინა გაკვირვებულია საქართველოშ მიმდინარე შიდა დისკუსიებით “ომის პარტიებსა” და “მეორე ფრონტზე”

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე უკრაინის ელჩის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა განაცხადა.

კასიანოვის თქმით, ეს საკვირველია, ვინაიდან უკრაინას არ დაუწყია ომი რუსეთის ფედერაციასთან. ” ჩვენ რუსეთის ფედერაცია დაგვესხა თავს.”

„გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, როდესაც საუბრობენ “ომის პარტიებზე” და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. ჩვენ გვიკვირს, ვინაიდან უკრაინას არ დაუწყია ომი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ რუსეთის ფედერაცია დაგვესხა თავს. გვიკვირს, რადგან 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია, ამას ყოველდღე აჩვენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინელი ხალხი, უკრაინის პრეზიდენტი“, – განაცხადა კასიანოვმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არალეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, უკრაინა მიესალმება.

„რა თქმა უნდა, უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომელიც მან გუშინ გამოთქვა. მან განაცხადა, რომ არ შეიძლება, საქართველოს ტერიტორია, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, გამოყენებული იყოს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ კონტაქტები გვაქვს ევროკავშირის მისიებთან და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან“, – აღნიშნა დიპლომატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები