მსახიობი გალ გადოტი ბრედლი კუპერთან ერთად ფანტასტიკურ დრამაში „უფრო ღრმად“ მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deadline ავრცელებს.
ფილმისთვის სცენარს მაქს ლენდისი დაწერს და კორნელ მუნდრუცო გადაიღებს, ხოლო სტუდია MGM დააფინანსებს. პროექტზე მუშაობის ვადები უცნობია.
რაც შეეხება კუპერს, 2018 წელს გამოვა მისი რეჟისორული ნამუშევარი „ვარსკვლავის დაბადება“, სადაც მთავარ როლებს თავად და მომღერალი ლედი გაგა ასრულებენ.
