თურქული გრანდი „გალათასარაი“ ერთი წლით ევროთასებიდან მოკვეთეს. მიზეზი ფეარ-პლეის წესების დარვევაა.
სტამბოლის „ლომები“ საკუთარი სახსრებით ცხოვრებას ვერ მიეჩვივნენ.
„გალას“ დარღვევების შესახებ იანვარში გახდა ცნობილი. სტამბოლელებმა უეფა ვერ გადაარწმუნეს და ერთი წელი ევროპას ვეღარ ნახავენ.
2010/11 წლების სეზონიდან მოყოლებული „გალათასარაიმ“ ტრანსფერებზე 130 მლნ ევრო დახარჯა.
მანამდე ევროთასებიდან უკრაინული „დნიპრო“ და ჰოლანდიური „ტვენტე“ მოკვეთეს.