როგორც კომპანია Samsung-ი გვპირდება, Galaxy A-ს სმარტფონები მომავალში უკეთესი დიზაინით გამოვა. კორეული ბრენდის განცხადებით, სერიის ყველა ახალი გაჯეტი Waterproof (წყალგამძლე) ტექნოლოგიით აიწყობა. მოდელები 2017 წელს იხილავს დღის სინათლეს და 4 ფერის გამაში გამოვა. ესენია: შავი, ოქროსფერი, ვარდისფერი და ღია ცისფერი.

მობილურები ძირითადად 5.2 ინჩიანი დისფლეით იქნება წარმოდგენილი, რომელიც 1920 x 1080 პიქსელი გარჩევადობისაა. პროცესორი კი, ტრადიციულად სამსუნგის საავტორო Exynos 7880-ია.
აღსანიშნავია, რომ ამ სერიის სმარტფონები 3 GB-ზე ნაკლები ოპერატიული მეხსიერებით აღარ გამოვა და ფლეშ მეხსიერება კი მინიმუმ 32 GB-ს შეადგენს.
კამერა 16 მპ, ბატარეის სიმძლავრე 3000 მილიამპერ/საათი და ოპერაციული სისტემა Android Marshmallow (განახლების პერსპექტივით).
Galaxy A-ს ახალი გაჯეტების ოფიციალური ანონსი CES-ის კონფერენციაზე შედგება.
ბაზარზე ,,ლამაზმანების” ყიდვა სავარაუდოდ იანვრის ბოლოს იქნება შესაძლებელი. მოწყობილობების ფასი 390 დოლარიდან დაიწყება.