LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Galaxy Note 8-ის პრეზენტაციის თარიღმა სექტემბრამდე გადაიწია

66

2015 წლის დასაწყისიდან, კომპანია Samsung-მა Galaxy Note-ის ახალი ხაზის შესახებ განაცხადა. უკანასკნელი ცნობით, მისი პრეზენტაციის დრომ სექტემბრამდე გადაიწია.

აღნიშნული ინფორმაცია ევან ბლასმა გააჟღერა. მისივე მტკიცებით, Galaxy Note 8 ევროპულ ბაზარზე დაახლოებით 1000 დოლარი ეღირება. ლიქსტერის ცნობით, სიახლეს 6,3 დიუიმიანი ეკრანი, მოხრილი კუთხეები, 12 მეგაპიქსელიანი კამერა, გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციით და თითის ანაბეჭდიანი სკანერი ექნება.

სმარტფონი ხელმისაწვდომი შავ, ლურჯ და ოქროსფერ ტონალობებში იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები