კომპანია Samsung თავისი ფლაგმანის მინი-ვერსია უკანასკნელად 2014 წელს გამოუშვა და ეს Galaxy S5 Mini იყო.
უკანასკნელი მონაცემებით კი, სამხრეთკორეული მწარმოებელი Galaxy S8 Mini-ზე მუშაობს. უკვე ცნობილია, რომ სიახლეს 5,3 დიუიმიანი „უსასრულო“ ეკრანი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 32 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება ექნება, ასევე ორმაგი 12 მეგაპქისელიანი კამერა და თვალის კაკლის სკანერი.
თავდაპირველად Galaxy S8 Mini სამხრეთ კორეაში გამოვა, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში ის მოგვიანებით გამოჩნდება.
