მიუხედავად იმისა, რომ Samsung Galaxy S8-ის პრეზენტაცია 2017 წლის 26 თებერვალს არის დაგეგმილი, ქსელში სმარტფონის რამდენიმე მახასიათებელი უკანონო გზით მოხვდა.
თუ დავუჯერებთ ინსაიდერებს, სიახლეს ორმაგი ძირითადი კამერა ექნება, რომელსაც „სამსუნგის“ 12 მეგაპიქსელიანი და „სონის“ 13 მეგაპიქსელიანი მოდულისგან შედგება, რაც არასათანადო განათების დროს ხარისხიანი ფოტოს გადაღებას უზრუნველყოფს. Galaxy S8-ის წინა კამერას 8 მეგაპიქსელი და თვალის სკანერი ექნება.
სიახლე ასევე 5,1 და 5,5 დიუმიანი მოხრილი ეკრანით, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებითა და Snapdragon 830-ის პროცესორით იქნება აღჭურვილი.