Samsung Galaxy S8-სა და S8+-ის მომხმარებლებმა სმარტფონების პრობლემის შესახებ განაცხადეს: მათი თქმით, მოწყობილობის კამერის ავტოფოკუსი ხარვეზებით მუშაობს.
პრობლემა კი ის არის, რომ სმარტფონების კამერა ფოკუსს ვერ აყენებს, შედეგად ფოტოები ბუნდი და უხარისხო გამოდის.
პირველი ინფორმაცია ამის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ გამოჩნდა, თუმცა მას შემდეგ უკმაყოფილოთა რიცხვმა მოიმატა. კომპანიამ მათ უპასუხა და ქეშ-მეხსიერების გაწმენდა ურჩია. იმ შემთხვევაში კი თუ პრობლემა არ აღმოიფხვრება, ისინი მომხმარებლებს ურჩევენ, სერვის ცენტრს მიმართონ.
