18 მარტს, 16:00 საათზე სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში” ბავშვთა გასართობი ცენტრი „რია-რია” გაიხსნება. გახსნის ღონისძიებაზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასწრება. მხოლოდ ამ დღეს მოსული სტუმრები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ყველა ატრაქციონსა და აპარატზე. გახსნის ცერემონია დატვირთული იქნება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით.
ცნობისთვის, „რია-რია” ბავშვთა გასართობი და დაბადების დღის ცენტრია, რომელიც ჯუნგლებისა და კოსმოსის კონცეფციას აერთიანებს. ცენტრი „გალერია თბილისის” მე-3 და მე-4 სართულზე მდებარეობს. მე-3 სართული გათვლილია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და აღჭურვილია შესაბამისი გასართობი ზონით – ბატუტი, საცოცი კედელი, ბურთების აუზი და სხვა. მე-4 სართული კი შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის განკუთნილი სათამაშო აპარატებითაა მოწყობილი – ვირტუალური რეალობა, არკადის ტიპის თამაშები, ავტოდრომი, ე.წ სქილ თამაშები და სხვა.