Gulf Georgia –ს ქსელში საწვავი გაძვირდა. კომპანიამ რამდენიმე მარკის საწვავზე ფასი 2 თეთრით გაზარდა. კერძოდ:
- G-Force პრემიუმის ფასი – 2.17 ლარი;
- G-Force ევრო რეგულარი – 2.09 ლარი;
- ევრო რეგულარი კი – 1.99 ლარი გახდა.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს დასაწყისში საბითუმო ბაზარზე ბენზინისა და დიზელის ღირებულება 10 თეთრით გაიზარდა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდით იყო განპირობებული.
მსოფლიო
ბოლო ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 50,27 (- 0,53) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 46,78 (- 0,77) დოლარი/ბარელზე.