“გალტ ენდ თაგარტმა” შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) 60 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები განათავსა.
ობლიგაციების ვადა 5 წელია და განთავსება მცურავი განაკვეთით მოხდა, საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი (91-დღიანი) სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთში. განთავსების ერთადერთი აგენტი “გალტ ენდ თაგარტია”.
„მოხარული ვარ აღვნიშნო გალტ ენდ თაგარტ -ის როლი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ობლიგაციის წარმატებით გამოშვებაში. გალტ ენდ თაგარტი უკვე არის ამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ასევე მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ კაპიტალის მოზიდვის დამატებით წყაროებს. აღსანიშნავია, რომ წელს საერთაშორისო ფინანსურები ინსტიტუტების ობლიგაციები გალტ ენდ თაგარტის მიერ მესამედ განთავსდა, გამოშვებული ობლიგაციების ჯამური მოცულობა კი 231 მილიონი ლარია“ განაცხადა „გალტ ენდ თაგარტ“ -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძემ.