სს „გალტ & თაგარტმა“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 64 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ობლიგაციების ვადა 3 წელია, მათი განთავსება მოხდა მცურავი განაკვეთით, საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი (91-დღიანი) სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთს დამატებული 20 საბაზისო პუნქტიანის პრედი. განთავსების ერთადერთი აგენტი კი „გალტ & თაგარტია“.
„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის” როლი აზიის განვითარების ბანკის ობლიგაციის წარმატებით გამოშვებაში. „გალტ & თაგარტის” მიზანია იყოს ამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი, არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ კაპიტალის მოზიდვის დამატებით წყაროებს. მინდა მივულოცო ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება მთელ გუნდს,“ – განაცხადა „გალტ & თაგარტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ.