“გალტ & თაგარტმა” საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის, საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანიისა და კორპორატიულ ფინანსებში საუკეთესო მრჩეველის წოდება მიიღო.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული წოდება “გალტ & თაგარტს” Global Banking & Finance Review -მ მიანიჭა.
„გალტ & თაგარტი მოწოდებულია გაუწიოს მის კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევაში. ჩვენი საბროკერო მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს შეუდარებელ რეგიონალურ გამოცდილებას და წამყვან ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას. აღნიშნული ჯილდოები არის ხსენებული მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში,“ – განაცხადა გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, Global Banking & Finance Review არის მსოფლიოში ერთ- ერთი წამყვანი ონლაინ და ბეჭდური გამოცემა, რომელიც მსოფლიო ფინანსურ თანამეგობრობას აწვდის დაბალანსებულ, ინფორმაციულ და დამოუკიდებელ მონაცემებს. ჟურნალს მსოფლიოს 200-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში ყავს მკითხველი, კითხულობენ როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, მსხვილი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები.