LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალტ & თაგარტმა  საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

537
GALT

გალტ & თაგარტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში საინვესტიციო ფონდები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გალტ & თაგარტის კვლევა მოიცავს სეკურიტიზაციის განვითარების ტენდენციებს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში და ამ ანალიზის საფუძველზე განიხილავს სეკურიტიზაციის პერსპექტივებს საქართველოში.

სეკურიტიზაციის განვითარების შესაძლებლობების გამოსავლენად გალტ & თაგარტმა ბაზრის ყველა მოთამაშე გამოიკითხა, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტები, სახელმწიფო კომპანიები, საინვესტიციო ფონდები და სხვა პოტენციური ინვესტორები. აღნიშნულის შედეგად და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით გამოვლინდა ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ამასთან, შემუშავდა დეტალური რეკომენდაციები, რომლებიც როგორც მოთხოვნის მხარეს (ინვესტორებს), ისე სეკურიტიზაციის პროდუქტების პოტენციურ ბენეფიციარებს (originators) ეხებათ.

„კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. ამ კუთხით სხვადასხვა ინსტრუმენტის დანერგვა და ამ ინსტრუმენტებზე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში გადმოტანა მნიშვნელოვანია. გალტ & თაგარტი აქტიურადაა ჩართული საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. შარშან USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში კვლევა კერძო კაპიტალის შესახებ წარვადგინეთ. დღეს, იგივე პროგრამის ფარგლებში, ანგარიში სეკურიტიზაციის განვითრების შესაძლებლობაზე გვაქვს წარმოდგენილი. ვფიქრობთ, რომ USAID-ის და სხვა დონორების მხარდაჭერა ამ ტიპის კვლევებისადმი მნიშვნელოვანია საქართველოში ალტერნატიული დაფინანსების წყაროების განვითარებისთვის“, – განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევა ბოჭორიშვილმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები