LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამანახევრა ამ ამბავმა, გული მწყდება რომელია… ერთ სახლში ვცხოვრობთ და ურთიერთობა არა გვაქვს, მეუღლე განიცდის, ისიც ცუდადაა…“ – რას ამბობს ზურა ყიფშიძე შვილთან უთანხმოებაზე

25768
ზურა ყიფშიძე, გიორგი ყიფშიძე

მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ რამდენიმე კვირის წინ, გადაცემაში „იმედის დღე“ მამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ერთი წელია, რაც მამასთან კომუნიკაცია არ აქვს.

ვიდეო: „უკვე ერთი წელია ზურას არ ველაპარაკები… ყველაზე არასწორ დროს მაგინა და დაგროვილი რაღაცები ჩემზე გადმოანთხია…“ – გიორგი ყიფშიძე მამასთან ურთიერთობაზე

მოგვიანებით, გიორგი ყიფშიძის დამ, ლენუკა ყიფშიძემ თქვა, რომ „ოჯახის წევრები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ემტერებიან“.

ვიდეო: „ჩემს ძმას არ ვამართლებ, მაგრამ გიორგი არ არის ფხიზლად, ბიშკეკში მკურნალობს, იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა…“ – ლენუკა ყიფშიძე მიმართვას ავრცელებს

„ძალიან ცუდი შეტყობინებები შემოდის, მაგრამ ნუ გიხარიათ, ყველა ოჯახს აქვს რაღაც პრობლემა… გიორგიმ არასწორი ფორმით გაჟღერა… ახლა სხვა მდგომარეობა აქვს, ცუდ ეტაპს გადის“

შვილთან უთანხმოებაზე ზურა ყიფშიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და მომხდარს „რაღაც გაუგებრობა“ უწოდა.

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

– გიორგი ამჟამად საქართველოში არ არის, ხომ?

– ბიშკეკშია სამკურნალოდ, მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს იღებენ იმ უბედურებაზე (დამოკიდებულებაზე), თან მონაწილეობს… სამწუხაროდ, ერთი წელია მასთან ურთიერთობა არა მაქვს.

– რა მოხდა თქვენ შორის?

– არაფერი, რაღაც გაუგებრობა მოხდა­ და ვერ მიხვდა ადამიანი, დედასა და მამასა პატივი ეციო… ამით იწყება ყველაფერი, ხომ? რაღაცას რომ აწყენინებ, მერე ბოდიშის მოხდაც უნდა შეგეძლოს… მერე დათმობაზე წავედი, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვიგრძენი, ამიტომ დღეს ასეა.

– კამათი ყველა მშობელსა და შვილს მოსვლია, თქვენს შემთხვევაში რა საკითხზე იყო?

– მისი ცხოვრების სტილზე, ცოლების ცვლაზე, მე ეს არასწორი მგონია და ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოეპყრა სიყვარულსაც, ბავშვების შექმნასაც და როცა ვერ გავუგეთ ერთმანეთს, დავეჯახეთ. ამასობაში კი ერთი წელი გავიდა.

– ერთმანეთს ხომ ხვდებით, ერთ სახლში ცხოვრობთ, ერთ თეატრში მუშაობთ, სპექტაკლებში, მაგალითად, „მეფე ლირში” ორივე მონაწილეობთ…

– ჰო, ესეც ნონსენსია, ერთ სახლში ვცხოვრობთ და ურთიერთობა არა გვაქვს, ეს მიეცი, ის გამოართვი, ეს უთხარი და ა.შ. პირდაპირი კონტაქტი არა გვაქვს. ეს როგორ ხდება, არ ვიცი, მაგრამ ხდება…

– გული გწყდებათ, რომ ასე მოხდა?

– რა თქმა უნდა, ძალიან. გამანახევრა ამ ამბავმა. გული მწყდება რომელია…

– იმედია, ისიც დათმობს და თქვენც…

– შეიძლება ჩემი შეცდომაცაა, მაგრამ ხომ ვამბობ, დათმობაზეც წავედი, კონტაქტშიც შევედი, როდემდე შეიძლება ასე ვიყოთ, ხომ? თუ ჰგონია, ამდენად მართალია, არ ვიცი… როგორც ამბობს, ცუდად ვიყავი და შენ ეს არ გაითვალისწინე, მეცი, რაღაცები მითხარი და მეც გითხარიო… ახლობელ ადამიანს, ადრე თუ გვიან, ყველაფერს ვაპატიებ, სხვანაირად არ შემიძლია. ეტყობა, ის სხვაგვარად ფიქრობს, არ ვიცი.

– თქვენი მეუღლე რას ამბობს?

– განიცდის, ისიც ცუდადაა. ჯიგიტი, ვაჟკაცი გოგო მყავს, მაგრამ ბრაზდება ამაზე. შვილია და უყვარს, ზედ დაჰფოფინებს. ბოლოს ყველაფერს მე მაბრალებენ; წავლენ, წამოვლენ, მე მომადგებიან ხოლმე. დაუნახაობა-დაუფასებლობას ვერ ვიტან, საშინელებაა, ბიძინა ივანიშვილისა არ იყოს, ვერ გავიგე, ამ კაცისგან რა უნდათ?!

იხილეთ ვრცლად

ზურა ყიფშიძე: „მე რომ ჩემს შვილიშვილს კომენტარი დავუწერე ნახევრად იუმორით, ისე­თი ლანძღვა-გინება მივიღე, სასაცილოც კია… მწყინს, რომ ახალგაზრდებს იყენებენ“

„ამ ვი­დე­ო­თი მინ­და ყვე­ლას ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, პირ­ველ რიგ­ში ჩემს შვილს, რო­მელ­მაც დამ­ბლო­კა და ღირ­სიც ვი­ყა­ვი” – გიორგი ყიფშიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g