LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამაოგნებელია გიორგი მარგველაშვილის განცხადება… ასეთი სიტყვები როგორ უნდა თქვა? ქართულ ჯარს ყველამ თავი დაანებოს: ალეკო ელისაშვილი

202
ელისაშვილი - მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „სამწუხაროდ, რეალური ჰგონია ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ეხმიანება.

ელისაშვილი აცხადებს, რომ მისთვის „გამაოგნებელია გიორგი მარგველაშვილის განცხადება და ჯარს ყველამ თავი უნდა დაანებოს“.

„ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების, ვინც დღემდე ღამე მსახურობს და ქვეყნის სადარაჯოზე დგას. თან მათ შეურაცხყოფას აყენებს ყოფილი მთავარსარდალი. როგორ შეიძლება ისეთი რამის თქმა, რომ ცოტა ხანში ქართული ჯარი რუსეთის მხარეს იბრძოლებს. ეს პირიდან ქართველ კაცს როგორ უნდა ამოგივიდეს? მით უმეტეს, ასეთი სიტყვები როგორ უნდა თქვას ყოფილმა მთავარსარდალმა და ყოფილმა პრეზიდენტმა?

არ ვიცი, ადამიანი იმაზე მეტად როგორ უნდა დაეცეს, რომ ქართულ ჯარზე თქვას ასეთი რამ. რომ წავიკითხე მარგველაშვილის ნათქვამი, თვალებს არ ვუჯერებდი. „ალტ ინფოში“ რომ ვიღაც სალახანები სხედან, ასეთ რამეს ისინი არ ამბობენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g