„გამარჯობა is Hello“ – უცხოელი მოგზაურები საქართველოში გატარებულ დღეებზე ყვებიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით ახორციელებს მასშტაბურ კამპანიას სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram).
კამპანიის ფარგლებში ადმინისტრაციის ოფიციალური ტურისტული გვერდიდან Georgia Travel, მიზნობრივ ქვეყნებში (უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, საქართველო) გაეშვა საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი – #EmotionsAreGeorgia
https://www.youtube.com/watch?v=TUxEKhlq_ks&t=21s&fbclid=IwAR39jnJACbbfDSE7twuVOeNx2xAo0cMqedVOkSKetwPAhBzP1lrVRgNmiY8
ვიდეორგოლი დაფუძნებულია რეალური ადამიანების მიერ სოციალურ მედიაში საქართველოს შესახებ გაზიარებულ პოსტებზე.
სოციალური მედია კამპანია გაგრძელდება ივლისის ბოლომდე.
