კოსმეტიკურ კორპორაცია „L’Oréal“-ს სასამართლოში უჩივიან. ბრენდის პროდუქციით – „SoftSheen-Carson Optimum Amla Legend No-Mix, No-Lye Relaxer“ უკმაყოფილო ქალბატონმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მას თმა გასცვივდა. დელისია ტეილორმა ამ ყველაფრის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ გაცვენილი თმის გარდა თავზე მას ქიმიური დამწვრობის კვალიც აქვს.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის სექტემბერში, კომპანიის წინააღმდეგ, მყიდველთა ჯგუფმა სასამართლოს ამავე პრეტენზიით მიმართა. მორალური და ფიზიკური ზიანის ასანაზღაურებლად “L’Oréal”-სგან ისინი 5 მილიონ დოლარს ითხოვდნენ.
რა თანხა სურს ბრენდისგან დელისიას, ჯერ-ჯერობით უცნობია.
