LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამგლიჯა და წაიღო ჩემი დაფლეთილი გული…“ – დალი ჩიტალაძეს მამა გარდაეცვალა

362
BeFunky-collage - 2022-12-19T003632.836

დალი ჩიტალაძეს მამა გარდაეცვალა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოდის ექსპერტი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

„მართალი უთქვამთ, მშობელს ასაკი არ აქვსო…. ჩემმა მამიკომ ღირსეული და ტკივილით სავსე 90 წელი განვლო ამ ქვეყანაზე, აქედან 60 წელი თავის უსაყვარლეს მეუღლესთან გეტუნიასთან ერთად, ტკბილი და თბილი, ნიჭიერი და უკეთილშობილესი, მზრუნველი და მოსიყვარულე მშობელი, ყოველთვის მქონდა მისი იმედი რომ არა ორი შვილის გარდაცვალების ტრაგედია შეიძლება 100 წელიც ეცხოვრა, და მისი ბრჭყვიალა და თბილი ღიმილით გაეთბო სამყარო და საყვარელი ადამიანები.

გამგლიჯა და წაიღო ჩემი დაფლეთილი გული, მტკივა და მენატრება უკვე მისი სიყვარული, ასეთი სიყვარულით სავსე ადამიანებით არსებობს ეს სამყარო და იარსებებს სანამ ერთმანეთის პატივისცემას და სიყვარულის გაზიარებას შევძლებთ…“, – წერს დალი ჩიტალაძე.

ამავე თემაზე:

„100 წლის უნდა გახდე…ჩემი საყვარელი მამიკო” – დალი ჩიტალაძემ მამას სიურპრიზი მოუწყო: ნახეთ ემოციური ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g