LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამხდარი მერაია ქერი წითელ ხალიჩაზე ველურ კატას ასახიერებს

95

47 წლის მერაია ქერის სულ რაღაც სამი თვე დასჭირდა იმისათვის, რომ ზედმეტი კილოგრამები მოეშორებინა. ახლა მომღერალი აშკარად უფრო თავდაჯერებულია. ცოტა ხნის წინ ქერიმ ახალი სიმღერა ტანზე მომდგარი კაბით წარმოადგინა, ახლა კი საზოგადოებაში შავი მოკლე კაბით გამოჩნდა.

რადგანაც ვარსკვლავი უკვე 18-ჯერ გახდა Billboard-ის ტოპ–ლისტის ლიდერი, ჰოლივუდური თეატრის, TCL Chinese-ს წინ სხვა ვარსკვლავების გვერდით ანაბეჭდების დასატოვებლად მიიწვიეს. ცერემონიაზე შესამჩნევად გამხდარი მომღერალი შავი კაბით მივიდა, რომელის ღრმად იყო დეკოლტირებული.

მომღერალმა ფეხის ანაბეჭდი ისე დატოვა, რომ Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი არ გაუხდია, ხოლო ხელის ანაბეჭდის დატოვებისას, ქერი მუხლებზე დადგა და „ფისოს“ პოზა მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები