LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს: „გამოსაცდელს ექნება ნაშრომის ასლისა და საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა“

850
გამოცდენო

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) პირველად შედეგებს აქვეყნებს.

გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

„შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 14 ქულაზე მეტი. ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 14-ზე მეტი. დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნების დასრულების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად.

გამოცდები 2024 – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და შეფასების სქემები

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ“. – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

📢აბიტურიენტთა საყურადღებოდ! 📌გთავაზობთ უცხოური ენების შედეგებს👇 👉საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს…

Posted by naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი on Sunday 4 August 2024
magti 5g