LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი…ყველამ იცის, რომ მაგან ძალიან ბევრი დააშავა…”

864
BeFunky-collage

ლოლა წერეთლის ბავშვობის მეგობარმა ია ფარულავას გადაცემაში “ფარული კონვერტი” ლოლასა და გიორგის ოჯახური ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

ცნობილი წყვილმა ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2014 წელს გადაწყვიტეს ურთერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცათ, ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერეს, თუმცა ოჯახი  გასულ წელს დაინგრა.

მეგობარი ყვება, რომ წყვილის ურთიერთობაში პრობლემების გაჩენის და გიორგის დამოკიდებულების რადიკალური ცვლილების მიზეზი სწორედ ის ქალია, რომელთან ერთადაც დღეს გიორგი უკვე ოფიციალურად ჩნდება.

"სიყვარული ჩემი" - გიორგი წერეთელმა ახალ რჩეულს სიმღერა მიუძღვნა (ვიდეო)

მომღერალმა საკუთარ დაბადების დღეზე თავისი ცხოვრების ახალი სიყვარული საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა.

“მე ვხედავდი სიყვარულს, ურთიერთგაგებას, სითბოს, სახლში ხმამაღლა არ ულაპარაკიათ…თავიდან ვამბობდი, რომ ათი წლით უმცროსი, მაინც თბილისელი ხალხი ვართ…მინდოდა მენახა მართლა გრძნობები ჰქონდა თუ თანამშობდა, გიორგის ძალიან ვაკვირდებოდი, ზოგი იძახის რომ თამაშობდა, მაგრამ მე ვხედავდი სიყვარულს…

პრობლემები დაიწყო ბოლო ორი წელია, ცოტა ხასიათები შეეცვალა, სახლში არ რჩებოდა. გეგონება ან ცოლი უნდა იყოს ან რესტორანიო…

გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყველა უარყოფდა, ამბობდნენ რომ არ არსებობს…ლოლა ნერვიულად ავადმყოფი გამოაცხადეს, ნევროზი აქვსო…

ღმერთო მაპატიე, მაგრამ ყველამ იცის, რომ მაგან ძალიან ბევრი რამ დააშავა…”- ამბობს ლოლას მეგობარი.

ია ფარულავას კითხვაზე, უყვარს თუ არა ისევ გიორგი, ლოლა პასუხობს:

“არა, იმდენი დრო გავიდა უკვე, რომ…ჯერ ერთი რომ მიყვარდეს, ჩემი სიყვარულის აზრი რა არის…”

https://www.facebook.com/rustavi2/videos/289538939099059/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g