LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოძახებულია მყვინთავების დამატებითი შემადგენლობა” – ორი დღეა ფოთში 16 წლის ბიჭის ცხედარს ეძებენ

Untitled

ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები ორი დღეა მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე შექმნილია სპეციალური შტაბი. პროცესში ჩართულია 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავების დამატებითი ძალები. გარდა ამისა, წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა. დაწეულია მდინარეში წყლის დონე და წყლის ქვეშ დამონტაჟებულია სპეციალური ბადეები.

“არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ახალგაზრდებში, რომ თითქოს ვინმე აპირებდა შეწყვეტას სამუშაოების, რაც ნამდვილად შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, რომ შესაბამის სამსახურებთან გადამოწმების შედეგად, არავინ არ აპირებს არაფრის შეწყვეტას სამუშაოების, პირიქით დამატებითი ძალები არის გამოძახებული დედაქალაქიდან, მყვინთავების დამატებითი შემადგენლობა, რომ ყველგან სადაც შეიძლება მოვძებნოთ,” – განაცხადა ფოთის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა.

უწყების ცნობით, საძიებო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და არ შეწყდება, სანამ მოზარდს არ იპოვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g