ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ საქართველოს იუსტიციის მინისთრთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაში ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკურ წმენდას განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა.
“ჩვენ ჰააგის პროკურორთან ვითანამშრომლებთ პირველ რიგში იმ უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, რასაც მან ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. ეს არის ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდა. როგორც ჰააგის პროკურორი თავის წერილობით შუამდგომლობაში აღნიშნავს, ცხინვალის რეგიონში აგვისტოს ომის შედეგად 75 %-ით ნაკლები ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს და სწორედ ეს, ქართველების ეთნიკური წმენდა, მათი ქონების ნგრევა და სხვაგვარი დევნა იქნება გამოძიების მთავარი მიმართულება. მანვე აღნიშნა, რომ გამომდინარე ამ დანაშაულების სერიოზული ხასიათიდან, მთლიან გამოძიებაში ქართველთა ეთნიკურ წმენდას განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა”, – განაცხადა წულუკიანმა.