LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიების დასრულების შემდეგ კომპანიას პასუხისმგებლობა დაეკისრება – სატრანსპოროტო კომპანიის დირექტორი

144

მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები.

სატრანსპოროტო კომპანიის გენერალური დირექტორის,  ალექსანდრე ჯაფარიძის, განცხადებით, ჭერის  ჩამოშლის სავარაუდო მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ კი, მისივე თქმით, “პასუხისგებლობა მკაცრად დაეკისრება აღნიშნულ კომპანიას”.

მისი თქმით, მეტროსადგურ “ვარკეთილში” შეკიდული ჭერის ჩამოშლისას ბაქანზე  7 ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთ მათგანს დაზინაბული აქვს მხარი. სხვა დაზიანებები ნაკლებად მძიმეა და სიცოცხლესთან შესუსაბამო არც ერთი არაა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ყველა დაშავებული გადაყვანილია ინგოროყვას კლინიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g