გამოძიების პირველადი ვერსიით, პირი, რომელმაც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ესროლა, მათ იცნობდა.
„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენსა და დოდო გუგეშაშვილის ოჯახს ნაცნობობა აკავშირებდა,“ – აცხადებენ შსს-ში.
დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს თავს ცოტა ხნის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მისი შვილი გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილს კი, რომელიც გულ-მკერდის არეშია დაჭრილი, ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.